Accentnews.ge
ბლინკენი: უკრაინა რეფორმებს აგრძელებს და შეუქცევადად დგას NATO–სკენ მიმავალ გზაზე

ბლინკენი: უკრაინა რეფორმებს აგრძელებს და შეუქცევადად დგას NATO–სკენ მიმავალ გზაზე

10/07/2024 14:50:53 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინა რეფორმებს აგრძელებს და შეუქცევადად დგას NATO–სკენ მიმავალ გზაზე. ამის შესახებ მან ვაშინგტონში მიმდინარე ალიანსის სამიტზე განაცხადა.

მისი ვარაუდით, უკრაინას NATO–ში გასაწევრიანებლად მოკლე გზა დარჩა.

"ჩემი შეფასებით, უკრაინა, სულ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული ატლანტიკურ ინსტიტუტებთან, როგორიცაა ევროკავშირი და NATO. ის ფაქტი, რომ NATO მოითხოვს, რომ უკრაინამ, რომელიც შეუქცევადად პროგრესირებს წევრობისკენ, გააგრძელოს რეფორმები, არის ყველაზე ძლიერი გარანტია იმისა, რომ რეფორმები, რომლებსაც უკრაინელი ხალხი ასე მტკიცედ უჭერს მხარს, გაგრძელდება და გაღრმავდება“, – განაცხადა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S