
ბლინკენი: აშშ, დანია და ნიდერლანდები უკრაინას F-16–ებს ამ ზაფზულზე მიაწვდიან
10/07/2024 15:02:36 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ, დანია და ნიდერლანდები უკრაინას F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებს ამ ზაფხულზე მიაწვდიან.
"ეს თვითმფირინავები უკრაინის ცაზე ამ ზაფხულზე გამოჩნდებიან, რათა უზრუნველყონ, რომ უკრაინამ რუსული აგრესიისგან ეფექტური დაცვა შეძლოს", – განაცხადა მან ვაშინგტონში მიმდინარე NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია თეთრმა სახლმაც დაადასტურა, თუმცა საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე "უსაფრთხოების მიზეზების გამო" არაფერი უთქვამს.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ მიმდინარე წელს უკრაინას F-16–ებს ბელგია და ნორვეგიაც გაუგზავნის.