
სტოლტენბერგი: თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი გათამამდებიან
10/07/2024 15:05:45 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი გათამამდებიან.
ამის შესახებ მან ვაშინგტონში მიმდინარე ალიანსის სამიტზე განაცხადა.
"რუსეთის გამარჯვება გაათამამებს სხვა ავტორიტარულ ლიდერებს ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში. ისინი ყველა მხარს უჭერს რუსეთის ომს. მათ NATO-ს დამარცხება სურთ. ამრიგად, ამ ომის შედეგი განსაზღვრავს გლობალურ უსაფრთხოებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში. მოვიდა დრო, რომ მხარი დავუჭიროთ თავისუფლებას და დემოკრატიას", - განაცხადა მან.