Accentnews.ge
ბაიდენი: NATO-ს შეუძლია და დაიცავს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს

ბაიდენი: NATO-ს შეუძლია და დაიცავს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს

10/07/2024 17:42:44 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, NATO-ს შეუძლია და დაიცავს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში მიმდინარე ალიანსის სამიტზე განაცხადა.

"NATO-ს ერთგულება თავდაცვის წარმოების გაძლიერებაზე მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის მსოფლიოს: ალიანსის თითოეულ წევრს თავისი წვლილი შეაქვს ალიანსის სიძლიერის შესანარჩუნებლად. ჩვენ შეგვიძლია და დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს და ამას ერთად გავაკეთებთ", – განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, NATO-ს ლიდერები უზრუნველყოფენ ალიანსის მუდმივ მზადყოფნას „ნებისმიერი საფრთხის მიმართ".

ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ალიანსის თითოეულ წევრს "საერთო უსაფრთხოებისადმი ერთგულებისთვის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S