Accentnews.ge
NATO ჩინეთს უკრაინაში რუსული აგრესიის ხელშეწყობაში ადანაშაულებს

NATO ჩინეთს უკრაინაში რუსული აგრესიის ხელშეწყობაში ადანაშაულებს

10/07/2024 21:14:46 მსოფლიო

NATO ჩინეთს უკრაინაში რუსული აგრესიის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში მიმდინარე NATO–ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, NATO–ს ყველა მოკავშირე მიიჩნევს ჩინეთს რუსული აგრესიის ხელშემწყობად და ეს არის ყველაზე ძლიერი მესიჯი, რაც კი ალიანსს ჩინეთისთვის ამ დრომდე გაუგზავნია.

”ჩინეთი უზრუნველყოფს რუსეთს ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობით, მიკროელექტრონიკით და ბევრი სხვა საშუალებით, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს შექმნას რაკეტები, ბომბები, თვითმფრინავები, იარაღი, რომლებსაც ისინი [რუსები] იყენებენ უკრაინაზე თავდასხმისთვის და ის ფაქტი, რომ ახლა ეს მკაფიოდ არის ნათქვამი და შეთანხმებული NATO–ს ყველა მოკავშირის მიერ, მნიშვნელოვანი გზავნილია ჩინეთისთვის", -განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S