Accentnews.ge
სტოლტენბერგი: უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, რომელიც მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებსაც

სტოლტენბერგი: უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, რომელიც მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებსაც

10/07/2024 21:22:43 მსოფლიო

NATO–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, რომელიც მოიცავს რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებსაც.

„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ჩვენ ვეხმარებით მათ [უკრაინელებს] თავდაცვის უფლების დაცვაში იარაღის, საბრძოლო მასალის, რაკეტების მიწოდებით. თავდაცვის უფლება მოიცავს აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელების უფლებასაც“, -განაცხადა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S