კოფი – NATO–ს სამიტის დეკლარაციაზე: "ბუქარესტის სამიტის შემდეგ გაწეული მთელი შრომა „რუსული კანონის“ წყალობით გაქრა​"

11-07-2024 08:50:40 პოლიტიკა

„ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი, საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ლუკ კოფი აცხადებს NATO–ს მიერ ვაშინგტონში გამართული სამიტის შემდეგ მიღებულ დეკლარაციას ეხმიანება.

  • "სამიტის დეკლარაციაში აღარ არის ნახსენები NATO–ში საქართველოს მისწრაფება. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ გაწეული მთელი შრომა „რუსული კანონის“ წყალობით გაქრა. ეს არის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულება იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია", – წერს კოფი სოციალურ ქსელში.

NATO–მ დღევანდელ დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებით ბუქარესტის სამიტის გადაწვეტილებისადმი ერთგულება აღარ დაადასტურა. ამის შესახებ NATO-ს 75-ე, საიუბილეო დეკლარაციის ტექსტიდან ირკვევა.

დოკუმენტში, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა, საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებით არის ნახსენები.

"ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე", – მხოლოდ ამ ჩანაწერით ფიგურირებს საქართველო ალიანსის წლევანდელ დეკლარაციაში.

ცნობისთვის: 2008 წელს ბუქარესტში გამართული NATO–ს სამიტის დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ NATO–ს წევრები და მათი შემდეგი ნაბიჯი MAP (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) იქნებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები