
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ
11/07/2024 06:05:48 მსოფლიო
უკრაინელები რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 6 დრონი გაუშვეს.
რუსულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტებით სუმის ოლქს დაარტყეს.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინელებმა დრონები ნიკოლაევის, ხმელნიცკის, ლვოვისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.