
მედია: ორბანი ტრამპს შეხვდება
11/07/2024 06:11:29 მსოფლიო
უნგრეთის პრემირ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება, 11 ივლისს, ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ ფლორიდაში გაემგზავრება და შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება,– იტყობინება Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
შეხვედრა საკურორტო ქალაქ პალმ-ბიჩში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართება.
ივლისის დასაწყისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „სამშვიდობო მისიით“ იმყოფებოდა კიევსა და მოსკოვში, შემდეგ კი მოლაპარაკება გამართა ჩინეთში.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, ტრამპთან სტუმრობა სავარაუდოდ, გააძლიერებს ეჭვებს, რომ ორბანი ტრამპსა და პუტინს შორის შუამავლის როლს ასრულებს. ამასთან, სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპს ორბანისთვის არ უთხოვია რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებისთვის რაიმე საფუძვლის ჩაყრა.
ტრამპმა ორბანს ფლორიდაში, თავის რეზიდენციაში უმასპინძლა 2024 წლის მარტშიც.