Accentnews.ge
კანადა უკრაინისთვის $360 მილიონის ახალ პაკეტს გამოყოფს

კანადა უკრაინისთვის $360 მილიონის ახალ პაკეტს გამოყოფს

11/07/2024 06:27:38 მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა.

პაკეტის ჯამური ღირებულება 360 მილიონ დოლარზე მეტია.

ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე უკრაინაზე მასირებული თავდასხმა და ბავშვთა კლინიკის დაბომბვა განიხილეს.

ტრუდოს თქმით, კანადა მზად არის, დაშავებულებს და დაზარალებულებს ნებისმიერი სამედიცინო დახმარება გაუწიოს.

"ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის მოსმენა. მადლობა თქვენ დახმარებისთვის, დამატებითი დახმარების პაკეტისთვის. ეს ჩვენს გმირებს ბრძოლის ველზე მეტ ძალას მისცემს", - თქვა ზელენსკიმ ტრუდოსთან შეხვედრაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S