Accentnews.ge
ნიდერლანდები 20 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის თავდასხმისთი დრონების მისაწოდებლად

ნიდერლანდები 20 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის თავდასხმისთი დრონების მისაწოდებლად

11/07/2024 06:32:12 მსოფლიო

ნიდერლანდები "დრონების კოალიციის" ფონდს 20 მილიონ ევროს გამოუყოფს უკრაინისთვის დრონების შესაძენად, – ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დახმარების მიზანი კიევისთვის FPV-თავდასხმის დრონების მიწოდებაა.

"უკრაინას დრონების დეფიციტი აქვს, რუსეთს – არა. დეფიციტის შესამსუბუქებლად, ლატვიამ და უკრაინამ ამ წლის დასაწყისში ჩამოაყალიბეს დრონების კოალიცია, რომელსაც შეუერთდა ნიდერლანდები. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თებერვალში მოეწერა ხელი. კოალიციის მიზანია, წელს უკრაინაში 1 მილიონი დრონი გადაიტანოს და მოგვიანებით გააფართოვოს მიწოდება სხვა ტიპებზე, როგორიცაა სადაზვერვო", - ნათქვამია შეტყობინებაში.

265-ზე მეტი კომპანია შეთანხმდა დრონების მიწოდებაზე, მათ შორის ცხრა ნიდერლანდებიდანაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S