Accentnews.ge
ვაშინგტონში მირზოიანს, ბაირამოვსა და ბლინკენს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში მირზოიანს, ბაირამოვსა და ბლინკენს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

11/07/2024 06:40:55 კავკასია

ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სომხეთს აქვს პოლიტიკური ნება, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება უმოკლეს დროში გააფორმოს.

მან ბლინკენს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

„სომხეთს აქვს პოლიტიკური ნება, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება უმოკლეს დროში დაასრულოს და გააფორმოს, რომელიც მიზნად სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ისახავს“, - წერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S