კობახიძე: "გვქონდა ლარის მოკლევადიანი რყევა, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის და ეფექტიანი მართვის წყალობით, ლარის კურსი დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს"

11-07-2024 11:31:05 ციტატა

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა ლარის მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით, ასევე ეფექტიანი მართვის პოლიტიკის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პრაქტიკულად პირვანდელ ნიშნულს, ამისთვის განსაკუთრებით მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს, პირადად ნათია თურნავას, რომელმაც ეფექტიანად მართა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სტაბილურობა", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები