Accentnews.ge
NATO: ჩინეთი უკრაინაში რუსეთის ომის გადამწყვეტი მნიშვნელობის ხელშემწყობია და ევროპის უსაფრთხოებას სისტემურ გამოწვევებს კვლავ უქმნის

NATO: ჩინეთი უკრაინაში რუსეთის ომის გადამწყვეტი მნიშვნელობის ხელშემწყობია და ევროპის უსაფრთხოებას სისტემურ გამოწვევებს კვლავ უქმნის

11/07/2024 08:50:39 მსოფლიო

NATO ვაშინგტონში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში, მათ შორის ჩინეთის შესახებ საუბრობს.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ჩინეთი უკრაინაში რუსეთის ომის გადამწყვეტი მნიშვნელობის ხელშემწყობია და ევროპის უსაფრთხოებას სისტემურ გამოწვევებს კვლავ უქმნის.

გთავაზობთ დეკლარაციის იმ ნაწილის სრულ თარგმანს, რომელშიც ჩინეთია ნახსენები:

"ჩინეთის გაცხადებული ამბიციები ჩვენი ინტერესებისთვის, უსაფრთხოებისა და ღირებულებებისთვს კვლავ გამოწვევაა. რუსეთსა და ჩინეთს შორის გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობა და მათი გაძლიერებული მცდელობები, შეარყიონ და შეცვალონ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ღრმად შემაშფოთებელია. ჩვენ ვაწყდებით ჰიბრიდულ, კიბერ, კოსმოსურ და სხვა საფრთხეებს, ასევე მავნე ქმედებებს სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებისგან.

ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალისხმევის გადამწყვეტი მნიშვნელობის ხელშემწყობი ძალა გახდა, მისი ე.წ. "შეუზღუდავი" პარტნიორობითა და რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერით. ეს ზრდის საფრთხეს, რომელსაც რუსეთი უქმნის მის მეზობლებსა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, როგორც გაერო–ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, დაიცვას გაერო–ს წესდების მიზნები და პრინციპები, შეწყვიტოს რუსეთის ომის მცდელობის ყოველგვარი მატერიალური და პოლიტიკური მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა მოიცავს რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების მასალების გადაცემას, როგორიცაა იარაღის კომპონენტები, აღჭურვილობა და ნედლეული.

ჩინეთი ევროპის უსაფრთხოებას სისტემურ გამოწვევებს კვლავ უქმნის. ჩვენ ვნახეთ მდგრადი მავნე კიბერ და ჰიბრიდული აქტივობები, მათ შორის – დეზინფორმაცია, რომელიც ჩინეთიდან წამოვიდა. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, დაიცვას თავისი ვალდებულება, იმოქმედოს პასუხისმგებლობით კიბერსივრცეში.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჩინეთის კოსმოსური შესაძლებლობებისა განვითარებით. ჩვენ მოვუწოდებთ პეკინს, მხარი დაუჭიროს საერთაშორისო ძალისხმევას კოსმოსში პასუხისმგებელი ქცევის ხელშეწყობის მიზნით. ჩინეთი აგრძელებს ბირთვული არსენალის სწრაფად გაფართოებას. ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, ჩაერთოს სტრატეგიული რისკის შემცირების დისკუსიებში და ხელი შეუწყოს სტაბილურობას გამჭვირვალობის მეშვეობით. ჩვენ ღია ვართ ჩინეთთან ჩართულობისთვის, მათ შორის ურთიერთგამჭვირვალობის დამყარებისთვის ალიანსის უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მიზნით. ამავდროულად, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს მდგრადობასა და მზადყოფნას და ვიცავთ ალიანსს ჩინეთის იძულებითი ტაქტიკებისგან და ალიანსის გაყოფის მცდელობებისგან".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S