Accentnews.ge
პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

11/07/2024 09:49:45 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა.

6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5-ს, მათ შორის ერთ ქალს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S