
რუსეთმა იულია ნავალნაია „ტერორისტებისა“ და „ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა
11/07/2024 14:39:06 მსოფლიო
რუსეთმა ალექსეი ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია „ტერორისტებისა“ და „ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა.
რუსულ ბანკებში სრულად დაიბლოკება ნავალნაიას ანგარიშები.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ნავალნაიას 9 ივლისს დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება "ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა".