Accentnews.ge
უზრა ზეია: საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია

უზრა ზეია: საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია

11/07/2024 15:32:28 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეერთებული შტატების საწინააღმდეგო დეზინფორმაცია. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ქალ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ვისაუბრე “ქართული ოცნების” ქალ ლიდერებთან დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ “ქართული ოცნების” ქმედებებმა ამ მიზნისკენ პროგრესს გადაახვევინა. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია”, - წერს ზეია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე უზრა ზეია თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S