Accentnews.ge
CNN: აშშ-მა და გერმანიამ ჩაშალეს რუსეთის გეგმა გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ის დირექტორის მკვლელობის შესახებ

CNN: აშშ-მა და გერმანიამ ჩაშალეს რუსეთის გეგმა გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ის დირექტორის მკვლელობის შესახებ

11/07/2024 16:42:28 მსოფლიო

აშშ–მა და გერმანიამ ჩაშალეს რუსეთი გეგმა გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ის აღმასრულებელი დირექტორის არმინ პაპერგერის მკვლელობის შესახებ, – იუწყება CNN ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის დაზვერვამ მიმდინარე წლის დასაწყისში აღმოაჩინა, რომ რუსეთის მთავრობა გეგმავდა არმინ პაპერგერის მკვლელობას, რომელიც აწარმოებს საარტილერიო ჭურვებსა და სამხედრო მანქანებს უკრაინისთვის.

"როდესაც ამერიკელებმა შეიტყვეს ამ გეგმის შესახებ, მათ აცნობეს გერმანულ მხარეს, რომლის უსაფრთხოების სამსახურებმა მყისიერად შეძლეს პაპერგერის დაცვა და შეთქმულების ჩაშლა. გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ბერლინი რუსული გეგმის შესახებ აშშ–მა გააფრთხილა.

ექვს თვეზე მეტია, რუსეთი ევროპაში დივერსიულ კამპანიას ახორციელებს. იგი ქირაობს ადგილობრივებს , რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებული იარაღის საწყობებზე ცეცხლის გაჩენის მცდელობით დაწყებული, წვრილმანი ვანდალიზმით დამთავრებული ყველაფერზე მიდის, რათა უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება შეაფერხოს", – იტყობინება CNN.

როგორც გამოცემა იუწყება, მას კომენტარზე უარი განუცხადეს ვაშინგტონში გერმანიის საელჩომ, ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ და Rheinmetall-ის სპიკერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S