Accentnews.ge
ბაიდენი ზელენსკის შეხვდა და დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა: "მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ უკრაინის გვერდით ვართ და ვიქნებით მომავალშიც"

ბაიდენი ზელენსკის შეხვდა და დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა: "მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ უკრაინის გვერდით ვართ და ვიქნებით მომავალშიც"

11/07/2024 19:26:48 მსოფლიო

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის NATO-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

"მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ უკრაინის გვერდით ვართ და ვიქნებით მომავალშიც", - მიმართა ბაიდენმა ზელენსკის.

მისივე თქმით, აშშ უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

"ვამაყობ, რომ დღეს უკრაინის უსაფრთხოების დასახმარებლად ახალ პაკეტს ვაცხადებ", აღნიშნა ბაიდენმა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ NATO-ელ მოკავშირეებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ "ამ ზაფხულს უკრაინის ცაზე F-16–ები გამოჩნდნენ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S