
ავსტრალია უკრაინას 250 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
12/07/2024 06:05:20 მსოფლიო
ავსტრალიის მთავრობა უკრაინისთვის დამატებით 250 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს, - იუწყება ABC News.
გამოცემის ცნობით, ავსტრალიის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა დახმარების პაკეტი ვაშინგტონში გამართული ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამოაცხადა.
პაკეტში შედის რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ჭურვები, საბრძოლო აღჭურვილობა და სხვა.