
ბაიდენი: ტრამპი ერთხელ უკვე დავამარცხე, მე მას კვლავ დავამარცხებ
12/07/2024 06:17:37 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მეტოქე დონალდ ტრამპს კვლავ დაამარცხებს.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საარჩევნო რბოლაში მონაწილეობას გააგრძელებს.
"მე მესმის უცხოელი ლიდერებისგან, შენ უნდა გაიმარჯვოო, დონალდ ტრამპის გამარჯვება კატასტროფა იქნებაო. ის ერთხელ უკვე დავამარცხე, მე მას კვლავ დავამარცხებ“, - აღნიშნა ბაიდენმა.