Accentnews.ge
პუტინისა და სი ძინპინის შემდეგ ორბანი ტრამპს შეხვდა

პუტინისა და სი ძინპინის შემდეგ ორბანი ტრამპს შეხვდა

12/07/2024 06:21:56 მსოფლიო

უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა.

"სამშვიდობო მისია 5.0. ჩემთვის დიდი პატივი იყო დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სტუმრობა. განვიხილეთ მშვიდობის მიღწევის გზები. დღის კარგი ამბავი: ის აპირებს მის მოგვარებას!", - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.

ტრამპი შეხვედრას საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს რაც შეიძლება მალე.

"ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო!" – დაწერა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა ხდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ვიზიტიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში. პუტინის გარდა ორბანი შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსაც. თავდაპირველად ორბანმა შეხვედრების სერია უკრაინაში ჩასვლით დაიწყო. ეს ომის დაწყების შემდეგ მისი პირველი ვიზიტი იყო კიევში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S