
ზალუჟნიმ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად მსახურება ოფიციალურად დაიწყო
12/07/2024 06:54:23 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის გაერთიანებულ სამეფოში საკუთარი უფლებამოსილებები გააცნეს და მან უკრაინის ელჩად მსახურება ოფიციალურად დაიწყო.
ზალუჟნის თქმით, მან რწმუნებათა სიგელები ვიქტორია ბასბის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური კორპუსის ვიცე-მარშალს და პროტოკოლის ხელმძღვანელს გადასცა და უკრაინის ელჩის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
"რუს აგრესორთან ომში უკრაინის გამარჯვება ჩემი და საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტად რჩება". - თქვა ზალუჟნიმ.
უკრაინის საელჩოს დიდ ბრიტანეთში ხელმძღვანელი 2023 წლის ზაფხულიდან არ ჰყავდა.