რა გახდა იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი

19-01-2020 12:20:00 სამართალი

იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. წინასწარი მონაცემებით, ახალგაზრდა სადეპორტო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ,მომხდარის შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია.

„საკონსულო მომხდარის შესახებ საქმის კურსშია. მიღებულია ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები