Accentnews.ge
ავსტრალიაში რუსი წყვილი სამხედრო საიდუმლოების მოპარვის მცდელობისთვის დააკავეს

ავსტრალიაში რუსი წყვილი სამხედრო საიდუმლოების მოპარვის მცდელობისთვის დააკავეს

12/07/2024 07:09:22 მსოფლიო

ავსტრალიის ხელისუფლებამ დააკავა პირველი ჯაშუშები 2018 წელს მიღებული კანონის მიხედვით, რომელიც ამკაცრებს დევნას ქვეყნის შიდა საქმეებში ფარული ჩარევისთვის. ისინი კირა და იგორ კოროლევები არიან – წყვილი რუსეთიდან, რომლებსაც ასევე აქვთ ავსტრალიის მოქალაქეობა.

კირა კოროლევა მსახურობდა ავსტრალიის თავდაცვის ძალებში, როგორც IT სპეციალისტი. პოლიციის ცნობით, ხანგრძლივი შვებულების დროს იგი ფარულად გაემგზავრა რუსეთში; მისი თხოვნით ქმარი პირადი კომპიუტერიდან ქალის სამუშაო ანგარიშზე შევიდა და მოთხოვნილი საიდუმლო ინფორმაცია რუსეთში გადაგზავნა.

”ისინი ცდილობდნენ ამ ინფორმაციის მოპოვებას რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის განზრახვით,” - თქვა ფედერალური პოლიციის კომისარმა რის კერშოუმ. მისი თქმით, ჯერ არ არის დაზუსტებული, რომ რუსეთმა ამის შედეგად რაიმე მნიშვნელოვანი მონაცემი მიიღო.

თავდაცვის უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებმა „მოგვცა საშუალება, სწრაფად ჩავრეულიყავით და გაგვეკონტროლებინა ოპერაცია“, - თქვა მაიკ ბერგესმა, ავსტრალიის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის გენერალურმა მდივანმა.

წყვილი ავსტრალიაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. კირამ ადგილობრივი მოქალაქეობა 2016 წელს მიიღო, ქმარმა – 2020 წელს. კანონის მიხედვით, თითოეულ მათგანს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება; თუ დადასტურდება, რომ ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურების ხელში მოხვდა, ვადა შეიძლება 25 წლამდე გაიზარდოს.

ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ავსტრალიამ უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი პაკეტი მიაწოდა. ოფიციალური ცნობებით, 30 აპრილის მდგომარეობით, გამოყოფილი თანხების საერთო რაოდენობამ 657 მილიონი ევრო შეადგინა, მათ შორის 575 მილიონი ევრო იარაღზე მოდის. ნატოს მიმდინარე სამიტზე ქვეყანამ გამოაცხადა კიდევ 250 მილიონის დახმარების პაკეტი.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ავსტრალიამ გააძევა დიპლომატების დიდი ჯგუფი, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდნენ დიპლომატიურ საფარქვეშ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S