
ბაიდენი: ევროპელი მოკავშირეები შეამცირებენ ინვესტიციებს ჩინეთში რუსეთის დახმარების გამო
12/07/2024 08:12:30 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ევროპელი მოკავშირეები მზად არიან, შეამცირონ ინვესტიციები ჩინეთში, თუ პეკინი გააგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას. მანამდე ნატომ ჩინეთი დაადანაშაულა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაპყრობითი ომის ხელშეწყობაში. წერს Bloomberg.
ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ პეკინი არ აწვდის მოსკოვს იარაღს, მაგრამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი არ მიიღებს ფინანსურ სარგებელს „თუ რუსეთს მიაწოდებს ინფორმაციას და შესაძლებლობებს“.
მისი თქმით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი თვლის, რომ ჩინეთი საკმარისად დიდი ბაზარია იმისათვის, რომ „მოატყუოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის ევროპული ქვეყნები, რომ იქ ინვესტირება განახორციელონ ევროპული ვალდებულებების სანაცვლოდ“.
”ზოგიერთი ჩვენი ევროპელი მეგობარი შეამცირებს ინვესტიციებს (თუ ჩინეთი გააგრძელებს დახმარებას),” - თქვა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს სამიტის გადაწყვეტილებით, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართა, ჩინეთი დასახელდა გადამწყვეტ ძალად რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ.