Accentnews.ge
სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მოზარდი სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა

სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მოზარდი სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა

12/07/2024 08:43:19 საზოგადოება

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის შენობიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების სამსახურის ბრიგადას მოზარდი დაღუპული დახვდა.

ირკვევა, რომ საერთო საცხოვრებლის ოთხსართულიან კორპუსში მიმდინარეობს სახურავის შეკეთების სამუშაოები, რომლებსაც ტენდერში გამარჯვებული ერთ-ერთი კომპანია აწარმოებს. მოზარდი სწორეც ამ კომპანიას წარმოადგენდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

კომპანიას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S