Accentnews.ge
ო'ბრაიენი: ორბანის იდეებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შესახებ არანაირი ძალა არ აქვს

ო'ბრაიენი: ორბანის იდეებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შესახებ არანაირი ძალა არ აქვს

12/07/2024 10:30:22 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის იდეებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შესახებ არანაირი ძალა არ აქვს.

მისი თქმით, ალიანსს და უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას აქვს მკაფიო პოლიტიკა: უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე არავითარი შეთანხმება და რომ ეს ომი უკრაინამ უნდა მოიგოს.

„როდესაც სხვადასხვა პოლიტიკოსები იწყებენ იმის განცდას, რომ არიან სწორედ ისინი, ვინც უნდა მოაგვარონ კონფლიქტი, მე ამას შუამავლის ეჭვიანობად აღვიქვამ. ყველას სურს იყოს განსაკუთრებულ და თუ მესიჯი ატარებს ალიანსის და კოალიციის მესიჯს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, მაშინ მას აქვს მხარდაჭერა. თუკი იდეებს მხოლოდ ერთი ადამიანი გვთავაზობს - მას არავითარი ძალა არ გააჩნია“, - აღნიშნა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S