
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის დანაკარგები მაისსა და ივნისში რეკორდულად მაღალი იყო
12/07/2024 10:54:48 მსოფლიო
რუსეთის საშუალო დღიური დანაკარგები (დაღუპულები და დაჭრილები) მნიშვნელოვნად გაიზარდა მაისში და ივნისში და უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიმოხილვაშია საუბარი.
კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, მაისში რუსეთი ყოველდღიურად კარგავდა 1262 სამხედროს მოკლულისა და დაჭრილის სახით, ხოლო ივნისში - 1163. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, 70 ათასზე მეტი ოკუპანტი დაიღუპა და დაიჭრა.
ანალიტიკოსები დანაკარგების ზრდას რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში ახალი შეტევის დაწყებას უკავშირებენ, ამასთან, რუსებმა შეტევითი ოპერაციების ტემპი ფრონტის დანარჩენ ნაწილებშიც შეინარჩუნეს.
როგორც ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, ოკუპანტებმა გაზარდეს ზეწოლა ფრონტზე, მაგრამ უკრაინის ეფექტური თავდაცვა და რუსი სამხედროების მომზადებასთან დაკავშირებული პრობლემები "ამცირებს რუსეთის უნარს, ისარგებლოს ნებისმიერი ტექნიკური წარმატებით, მიუხედავად ფრონტის ხაზის შემდგომი გაჭიმვის მცდელობისა."
ავარაუდობენ, რომ რუსეთის მსხვერპლი დღეში საშუალოდ 1000-ზე მეტი იქნება მომდევნო ორი თვის განმავლობაში, რადგან რუსეთი აგრძელებს უკრაინის პოზიციების დაკავების მცდელობას მასიური შეტევებით.