Accentnews.ge
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება გრძელდება

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება გრძელდება

12/07/2024 10:58:42 საზოგადოება, რეკლამა

გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში.

"საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები, უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციას.

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2024 წლის 1 აგვისტომდე, შემდეგ მისამართზე:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური, III სართული (თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68).

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/TvnPU

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: +995 577 09 21 27; +995 577 34 85 34", - აღნიშნულია აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S