Accentnews.ge
რუსმა სამხედრომ ბელგოროდში კოლეგები დახოცა და გაიქცა

რუსმა სამხედრომ ბელგოროდში კოლეგები დახოცა და გაიქცა

12/07/2024 11:11:08 მსოფლიო

რუსმა ჯარისკაცმა სამ კოლეგას ცეცხლი გაუხსნა და ბელგოროდის რეგიონის სამხედრო ნაწილიდან გაიქცა, ამის შესახებ რუსული ტელეგრამ–არხები იტყობინებიან.

ირკვევა, რომ სამხედრო ნაწილი, სადაც ინციდენტი მოხდა, უკრაინის მოსაზღვრე გრეივორონსკის რაიონში მდებარეობს. ცეცხლი 28 წლის რიგითმა გახსნა, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა კოლეგებთან. შედეგად მან ორი ჯარისკაცი მოკლა, ერთი დაჭრა და მიიმალა. მასზე ძებნა გამოცხადდა.

არსებობს ვერსია, რომ ინციდენტი ალკოჰოლის გამო მოხდა. წინასწარი ვერსიით, ორმა სამხედრომ კოლეგას შეურაცხყოფა მიაყენა. მან გააფრთხილა, რომ ეს შეეწყვიტათ და მას შემდეგ, რაც მიის გაფრთხილება ყურად არ იღეს, ცეცხლი გახსნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S