
ამერიკული დაზვერვა: აშშ-ში ისრაელის საწინააღმდეგო აქციებს ირანი აფინანსებდა
12/07/2024 12:32:27 მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვის ცნობით, ირანი ამერიკის სხვადასხვა ქალაქებსა და უნივერსიტეტების კამპუსებში ისრაელის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს აფინანსებს.
ასევე, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ინფორმაციით, ირანელი აგენტები მოქმედებენ ონლაინ და ხელს უწყობენ პროტესტების გაღვივებას ამერიკაში.
"აქტივისტები შეიძლება არ იყვნენ ინფორმირებული, რომ ისინი კავშირში არიან უცხოურ მთავრობასთან და მისგან დაფინანსებას იღებენ" - თქვა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა ავრილ ჰაინსმა.