Accentnews.ge
ერდოღანი ცდილობს, შოლცი დაიყოლიოს Eurofighter-ების მიყიდვაზე

ერდოღანი ცდილობს, შოლცი დაიყოლიოს Eurofighter-ების მიყიდვაზე

12/07/2024 12:49:29 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი ცდილობს, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დაიყოლიოს Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვაზე შეზღუდვა მოხსნის თაობაზე. შეხვედრა ლიდერებს შორის ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც თურქეთის ლიდერი აცხადებს, შოლცს საკითხთან დაკავშირებით ნეგატიური პოზიცია არ ჰქონია.

მისი თქმით, ლიდერებმა, ასევე, ისაუბრეს სამხედრო ხომალდებისთვის ძრავების შეძენაზე.

„ჩვენ ასევე გვსურს, შევიძინოთ კომპანია Siemens-ის ტურბინები, რომლებიც ჩვენი „აკკუიუს“ ატომური ელექტროსადგურისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – თქვა ერდოღანმა.

გერმანიის მთავრობა თურქეთისთვის Eurofighters-ის მიყიდვას ბლოკავს ანკარს მიერ რუსული S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის, სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S