Accentnews.ge
სტოლტენბერგი: პოლონეთის საზღვართან ბელარუს–ჩინეთის წვრთნები ადასტურებს, როგორ უახლოვდება ჩინეთი NATO-ს ევროპაში

სტოლტენბერგი: პოლონეთის საზღვართან ბელარუს–ჩინეთის წვრთნები ადასტურებს, როგორ უახლოვდება ჩინეთი NATO-ს ევროპაში

12/07/2024 13:02:03 მსოფლიო

ნატო–ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ პოლონეთის საზღვრის მახლობლად ბელარუსის და ჩინეთის ერთობლივი წვრთნები ადასტურებს, როგორ უახლოვდება ჩინეთი ნატო-ს ევროპაში.

მან ხაზი გაუსვა რეჟიმების ავტორიტარულობას და თქვა, რომ ამგვარი რეჟიმები ერთმანეთს უახლობდებიან.

"ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმებზე. ჩინეთი ჩაგრავს საკუთარ ხალხს, ანადგურებს დემოკრატიულ ხმებს. მათ, ფაქტობრივად, ჩაახშეს დემოკრატიული ხმები ჰონგ–კონგში, უფრო თამამად იქცევიან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ემუქრებიან მეზობლებს, ემუქრებიან ტაივანს. ჩინეთი ახორციელებს სამხედრო ძალის უზარმაზარ გაფართოებას გამჭვირვალობის გარეშე და დიდ ინვესტიციას ახორციელებს ახალ თანამედროვე რაკეტებში, ბირთვულ იარაღში",– თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, "კიდევ ერთხელ, ის ფაქტი, რომ ისინი უფრო და უფრო უახლოვდებიან რუსეთს, ბელარუსს, უბრალოდ ჯდება ავტორიტარული ძალების ერთობლივი მუშაობის ამ ფართო სურათში. და, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას, ასევ,ე ინდო-წყნარ ოკეანეთში“.

ჩინეთმა და ბელარუსმა კვირის დასაწყოსში ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს ქალაქ ბრესტთან, პოლონეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში. როგორც დაანონსდა, მანევრები 11 დღე გაგრძელდება.

"ანტიტერორისტული წვრთნების ფარგლებში, ორივე ქვეყნის სამხედრო პერსონალი გეგმავს ღამით დაშვებას, წყლის დაბრკოლებების გადალახვას და ურბანულ გარემოში ოპერაციების ჩატარებას," - განაცხადეს ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში.

"ნატოს დაჯგუფება ბელარუსის საზღვარზე სწრაფად იზრდება, რაც იწვევს რეგიონში დაძაბულობის ზრდას," - ნათქვამია კიდევ ერთ განცხადებაში, რომელშიც დასავლეთს "მკაცრი რეაქციით" ემუქრებიან თუ ვინმე "გადაკვეთს ბელარუსის საზღვრებს."

წვრთნები 9-11 ივლისს ვაშინგტონში ნატოს სამიტის წინა დღეს დაიწყო.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პოლონეთი და ლიეტუვა სამიტზე დააყენებენ საზღვრების დაცვის საკითხს.

"ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე, ასევე ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საზღვრებზე," - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S