Accentnews.ge
რუსეთში თვითმფრინავი, რომელიც რემონტის შემდეგ აეროპორტისკენ მიფრინავდა, ჩამოვარდა

რუსეთში თვითმფრინავი, რომელიც რემონტის შემდეგ აეროპორტისკენ მიფრინავდა, ჩამოვარდა

12/07/2024 14:57:31 მსოფლიო

რუსეთში, მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

როგორც რუსული სამთავრობო მედია წერს, ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

„თვითმფრინავი ტყეში ჩამოვარდა და მიწასთან შეჯახების შემდეგ აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, ეკიპაჟი დაიღუპა“, - უთხრა "რიას" წყარომ.

არსებული ცნობებით, ბორტზე სამი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ორი პილოტი.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, თვითმფრინავი რემონტის შემდეგ ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიემართებოდა.

ცნობილია, რომ „გაზპრომ ავიას“ თვითმფრინავი 2014 წლიდან იყო ექსპლუატაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S