Accentnews.ge
"სარფში" 22 ათას ლარის ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

"სარფში" 22 ათას ლარის ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

12/07/2024 15:21:05 სამართალი

"სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 159,97 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22 309,94 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 22 309,94 ლარის ოდენობით განესაზღვრათ", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S