
ინდოეთიდან ვიზიტები 64%-ით გაიზარდა
12/07/2024 15:49:36 ეკონომიკა, საზოგადოება
2024 წლის პირველ ნახევარში ინდოეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 64.3%-ით გაიზარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-ივნისში ინდოეთი, 57 747 ვიზიტით, მერვე უმსხვილესი ქვეყანაა. საგულისხმოა, რომ მხოლოდ მეორე კვარტალში ინდოეთიდან ვიზიტები წლიურად 78.6%-ით გაიზარდა და 37 102 შეადგინა.
ამასთან, საქართველოსა და ინდოეთს შორის გააქტიურდა პირდაპირი ფრენები. გასულ წელს საქართველოში ინდოეთის მსხვილმა ავიაკომპანია Indigo-მ დაიწყო ოპერირება, რომელიც 2024 წლის 6 აგვისტოდან, ნიუ-დელი თბილისი თბილისი ნიუ-დელის მიმართულებით, ყოველ დღე იფრენს.