შესაძლოა, გამოიწვიოს წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები – სააგენტოს გაფრთხილება

12-07-2024 19:32:53 საზოგადოება ,რეგიონები

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 ივლისის დილამდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

ახალი ამბები

სხვა სიახლეები