Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრო: ამბროლაურის სოფელ პატარა ჩორჯოში ცოფით ინფიცირების შედეგად ქალი დაიღუპა

ჯანდაცვის სამინისტრო: ამბროლაურის სოფელ პატარა ჩორჯოში ცოფით ინფიცირების შედეგად ქალი დაიღუპა

12/07/2024 17:20:47 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის სოფელ პატარა ჩორჯოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა.

უწყება აცხადებს, რომ 45 წლის ქალი, ცოფით სავარაუდოდ, თებერვალში მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა, რის შემდეგაც, იმავე თვეში ლეკვი მოკვდა.

„ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს დასრულდა ლეტალური გამოსავლით.

პჯრ კვლევით დიაგნოზი ლაბორატორიულად დადასტურდა.

მსგავსი ფაქტი, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, წელს პირველად დაფიქსირდა.

მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები.

ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.

ადამიანებში ცოფის პროფილაქტიკის მიზნით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხდება მაღალეფექტური ბიოპრეპარატების (ვაქცინა და იმუნოგლობულინი) განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროფილაქტიკა ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტში”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S