Accentnews.ge
„ხაზი გავუსვით ორმხრივი პარტნიორობის განახლების აუცილებლობას" – კობახიძე ზეიასთან შეხვედრის შემდეგ

„ხაზი გავუსვით ორმხრივი პარტნიორობის განახლების აუცილებლობას" – კობახიძე ზეიასთან შეხვედრის შემდეგ

12/07/2024 18:07:18 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ის აღნიშნავს, რომ ხაზი გაესვა ორმხრივი პარტნიორობის გაუმჯობესების აუცილებლობას.

„ხაზი გავუსვით ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით სარგებელი მივიღოთ. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე თავისუფალი, უსაფრთხო და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე, თუმცა არ საუბრობს იმ პრობლემურ საკითხებზე, რაზეც მედიასთან შემაჯამებელ კომენტარში გაამახვილა ყურადღება სახელმწიფო მნივნის მოადგილემ, მათ შორისაა დეზინფორმაცია, ანტიდემოკრატიული ნაბიჯები.

იხილეთ ასევე: ჩვენი ურთიერთობები უაღრესად რთულ დროს გადის – სამი ძირიდადი გზავნილი აშშ–დან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S