
უკრაინის გენშტაბი: ფრონტზე ვითარება დაძაბული რჩება, მოხდა 94 შეტაკება
12/07/2024 18:33:44 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ფრონტზე ვითარება დაძაბული რჩება, დღის განმავლობაში 94 სამხედრო შეტაკება მოხდა.
როგორც გენშტაბი აღნიშნას შემაჯამებელ ანგარიშში, რუსული ჯარები რამდენიმე მიმართულებით ცდილობენ წინსვლას, უკრაინის არმია კი თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებს.
როგორც აღინიშნა, ყველაზე მეტი შეტაკება პოკროვსკის მიმართულებაზე მოხდა. ბრძოლები გრძელდება კრასნოგოროვკას, პარასკოვეევკასა და კონსტანტინოვკას მახლობლად კურახოვსკის მიმართულებით.
"ლიმანის მიმართულებით რუსეთის არმიამ ავიაციის მხარდაჭერით ათი შეტევა განახორციელა უკრაინის პოზიციებზე მაკეევკას, ნევსკის, ტორსკის და ტერნოვის მახლობლად; კუპიანსკის მიმართულებით, რუსეთის ჯარებმა ოთხჯერ შეუტიეს უკრაინული დანაყოფების პოზიციებს;ხარკოვის მიმართულებით რუსულმა ჯარებმა რვაჯერ სცადეს უკრაინის ჯარების თავდაცვით პოზიციებზე შეჭრა გლუბოკოეს, ვოლჩანსკის და სტარიცას მიდამოებში;ტორეცკის მიმართულებით რუსული ჯარების ძირითადი აქტივობა შეინიშნება სევერნის, ჟელეზნისა და ნიუ-იორკის რაიონებში",– ნათქვამია ანგარიშში.