
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
15/07/2024 05:10:48 საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანამებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
„კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი - დიდება შენ გმირ სულს ძმაო!“, - წერს ვანო ნადირაძე სოცილურ ქსელში.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.