
სევასტოპოლში, სადაც რუსული ფლოტის ნაწილი და რადიელექტრონული ბრძოლის ცენტრია განთავსებული, დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
15/07/2024 05:39:24 მსოფლიო
რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში, სადაც რუსული ფლოტის ნაწილი და რადიელექტრონული ბრძოლის ცენტრია განთავსებული, დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.
კერძოდ, მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა მიხალ რაზვოჟაევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფიოლენტის კონცხის რაიონში დრონებით შეტევა განხორციელდა.
ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ფიოლენტის კონცხზე დისლოცირებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილი და რადიელექტრონული ბრძოლის ცენტრი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამიზნეების და ხმელეთზე შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, ყირიმის თავზე გაანადგურეს 6 უკრაინული დრონი.
კიევს სევასტოპოლზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.