Accentnews.ge
რუსეთი ყირიმის გარდა, ბრიანსკისა და ლიპეცკის ოლქებზე დრონებით შეტევის შესახებ იტყობინება

რუსეთი ყირიმის გარდა, ბრიანსკისა და ლიპეცკის ოლქებზე დრონებით შეტევის შესახებ იტყობინება

15/07/2024 05:51:24 მსოფლიო

რუსეთი თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წუხელ დრონებით შეტევა განხორციელდა როგორც მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმზე, ისე რუსულ ბრიანსკისა და ლიპეცკის ოლქებზე.

უწყება ირწმუნება, რომ თავდასხმა მოიგერიეს.

მისივე ცნობით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მანამდე, ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი "ჩავარდა ელექტრო ქვესადგურის ტერიტორიაზე სტანოვლიანსკის მუნიციპალურ ოლქში." გუბერნატორის თქმით, არავინ დაშავებულა და "ელექტროქვესადგურის მუშაობა არ შეფერხებულა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S