Accentnews.ge
გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა

15/07/2024 06:13:07 საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე "ევრო 2024"-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.

კერძოდ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან და შრანცთან ერთად გახდა 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრები მერვედფინალში სწორედ ესპანეთთან დამარცხდა.

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გახდა. "ევრო 2024"-ის ფინალში, რომელიც გუშინ გაიმართა, ესპანეთმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით - 2:1 დაამარცხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S