Accentnews.ge
აბასი ღაზაში მიმდინარე ომზე "ჰამასს" აკისრებს პასუხისმგებლობას

აბასი ღაზაში მიმდინარე ომზე "ჰამასს" აკისრებს პასუხისმგებლობას

15/07/2024 06:39:45 მსოფლიო

პალესტინის ადმინისტრავიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ღაზას სექტორში მიმდინარე ომში "ჰამასი" დაადანაშაულა, ამის შესახებ The Times of Israel წერს.

საპასუხოდ დაჯგუფებამ აბასს ისრაელის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.

დაპირისპირება შაბათს, ღაზაზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა "ჰამასის" სამხედრო ფრთის მეთაურის მოჰამედ დეიფსა ლიკვიდაციას. ისრაელის სამხედრო წყაროების ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო "ჰამასის" შენობა, სადაც დაჯგუფების ათობით წევრი იყო თავმოყრილი. შეტევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, 90 პალესტინელი დაიღუპა, 300 დაშავდა.

გაურკვეველია, დაიღუპა თუ არა დეიფი თავდასხმის დროს, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა მისი მოადგილის რაფა სალამეს სიკვდილი.

თავდასხმის საპასუხოდ, პალესტინის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუნირ ალ-ჯაღუბმა "ალ-არაბიასთან" ინტერვიუში თქვა:

"თუ "ჰამასს" სურდა პირისპირ ბრძოლა ისრაელთან, ის ამას გააკეთებდა იმ ადგილებში, სადაც არმია იმყოფება და არა ისეთ ადგილებში, სადაც ხალხია. "ჰამასი" რეალურად მოქალაქეებს შორის იმალება, რათა თავი გადაირჩინოს."

აბასმა საკუთარ განცხადებაში თქვა, რომ "ეროვნული ერთიანობის ხელის შეშლით და ოკუპანტისთვის საბაბების მიცემით, "ჰამასის" მოძრაობა იზიარებს იურიდიულ, მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ღაზას სექტორში ისრაელის გენოციდური ომის გაგრძელებაზე."

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S