Accentnews.ge
POLITICO: ევროკავშირმა შესაძლოა, უნგრეთში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადოს

POLITICO: ევროკავშირმა შესაძლოა, უნგრეთში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადოს

15/07/2024 07:01:04 მსოფლიო

ევროკავშირმა შესაძლოა, უნგრეთში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადოს, – იუწყება POLITICO.

უნგრეთი, რომელიც ამჟმად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნაა, 28-29 აგვისტოს ბუდაპეშტში საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის გამართვას გეგმავს.

"მას შემდეგ, რაც ორბანმა ხელი შეუშალა უკრაინის დახმარებას და "სამშვიდობო ვიზიტები" იყო პუტინთან და სი ძინპინთან, რომლებსაც იგი არ ახორციელებდა ევროკავშირის 26 სხვა ლიდერთან კოორდინაციით, ბევრი საგარეო საქმეთა მინისტრი ეძებდა გზას, რათა თავიდან აეცილებინათ "რეკვიზიტის როლი" იმაში, რაც, მათი აზრით, შეიძლება, გახდეს კიდევ ერთი ორბანის პროპაგანდისტული შოუ", – იტყობინება გამოცემა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

POLITICO–ს ცნობით, ევროკავშირის სამი დიპლომატის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი უნგრეთის პრემიერ– მინისტრ ვიქტორ ორბანის სამიტის პარალელურად, მინისტრებს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოში მოიწვევს.

"თუკი საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალური საბჭო, რომელიც ორგანიზებული იქნება უმაღლესი წარმომადგენლის [ბორელის] მიერ, იმავე დღეს იქნება, მინისტრები ვერ შეძლებენ ბუდაპეშტში წასვლას", - ამბობს ერთ-ერთი დიპლომატი.

კიდევ ერთი დიპლომატის თქმით, ბუდაპეშტის შეხვედრის ბოიკოტით, სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებს სურთ "მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ უნგრეთი არ საუბრობს ევროკავშირის სახელით".

POLITICO–ს ინფორმაციით, გეგმა უკვე არაფორმალურად განიხილება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან და გერმანიასთან და რომ 16 ივლისს ბორელის გუნდი გეგმას ევროკავშირის 27 მუდმივ წარმომადგენელს წარუდგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S