Accentnews.ge
საქსტატი: იანვარ-ივნისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.8 პროცენტით შემცირდა

საქსტატი: იანვარ-ივნისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.8 პროცენტით შემცირდა

15/07/2024 08:27:11 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის (საქსტატი) ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 320.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი შემცირდა 6.7 პროცენტით და 2 848.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი გაიზარდა 0.2 პროცენტით და 7 471.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ივნისში 4 623.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8 პროცენტია.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივლისს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S