Accentnews.ge
ერდოღანმა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა

ერდოღანმა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა

15/07/2024 08:53:24 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარის ანტიტერორისტული ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ქურების მუშათა პარტიის მებრძოლების წინააღმდეგ სრულდება. ამის შესახებ Milliyet იუწყება.

ანკარამ ოპერაცია "კლანჭები" 2022 წლის აპრილში, ჩრდილოეთ ერაყთან საზღვრის დაცვის აუცილებლობის მოტივით დაიწყო. მან ქურთები თურქეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებაში დაადანაშაულა.

„ჩვენ ძალიან მალე დავასრულებთ ჩრდილოეთ ერაყში საოპერაციო არეალს“, - თქვა ერდოღანმა და დასძინა, რომ ქურთულ ძალებს ახლა „არ შეუძლიათ ჩვენს საზღვრებში ოპერირება“.

გასულ კვირას ერაყმა დაგმო თურქეთის არმიის ახალი შეჭრა მის ტერიტორიაზე ქურთების ავტონომიურ რეგიონში და მოუწოდა ანკარას, უსაფრთხოების საკითხი დიპლომატიური გზით გადაეჭრა. ამავდროულად, ბოლო თვეებში გამოჩნდა ქვეყნებს შორის მზარდი დაახლოების ნიშნები. მარტში ბაღდადმა PKK დაამატა „აკრძალული ორგანიზაციების“ სიაში, თუმცა ანკარა კვლავ ითხოვს ერაყისგან უფრო დიდ ძალისხმევას მის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S