Accentnews.ge
მედია: NATO უკრაინაში თავის ყოფნას ზრდის

მედია: NATO უკრაინაში თავის ყოფნას ზრდის

15/07/2024 09:05:59 მსოფლიო

9-11 ივლისს ვაშინგტონში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტზე გადაწყდა ნატოს ყოფნის გაზრდა უკრაინაში.

კერძოდ, ალიანსის სამიტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში ნატოს მისიას ახალი ხელმძღვანელობა ეყოლება და ექნება ახალი სტატუსი - ის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იქნება.

მოკავშირეები ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ვინ დაიკავებს ამ პოზიციას. "ევროპეისკაია პრავდას" რამდენიმე წყაროს თანახმად, ნატოს ევროპელი წევრები ამტკიცებენ, რომ ის არ უნდა იყოს ამერიკელი, რათა დააბალანსოს აშშ-ს გავლენა.

ასევე ფუნდამენტურად შეიცვლება ნატოს ყოფნა კიევში - როგორც რაოდენობით, ასევე დონით:

„გამოჩნდებიან დიდი რაოდენობით ოფიცრები მოკავშირე ქვეყნებიდან, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან კრიტიკულ სფეროებზე. მოკლედ, სერიოზულად უყურებენ უკრაინასთან მუშაობას. და ეს იყო ალბათ, მთავარი ცვლილება, რაც ვაშინგტონის სამიტმა მოიტანა“, - აღნიშნავს გამოცემა.

კიევში ნატოს ახალ სტრუქტურას დაევალა, მიაღწიოს უკრაინის მზადყოფნას გაწევრიანებისთვის, კერძოდ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში რეფორმების გატარებაში.

„ეს არის ალბათ მთავარი პოზიტიური სიახლე, რადგან თუ ბიუროკრატიული მანქანა იწყებს მუშაობას იმისთვის, რომ უკრაინა გახდეს ნატოს წევრი, მაშინ ეს განზრახვა უკვე არსებობს არა მხოლოდ პოლიტიკოსების დონეზე, ისინი ნამდვილად გეგმავენ მის განხორციელებას. ცხადია, თუ თავად უკრაინა დარჩება ამ გზაზე“, - დასძენს გამოცემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S